მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

24 თებერვლის შემდეგ, პუტინი მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

„24 თებერვლის შემდეგ, პუტინი მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა

სააკაშვილის თქმით, მოწამვლა ციხის საავადმყოფოში მოხდა.

„ჩემი მოწამვლა უდავოდ დაადასტურა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში პუტინისთვის იყო მოგებიანი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა 24 თებერვლის შემდეგ, მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში.

კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. მოწამვლა მოხდა ციხის საავადმყოფოში იძულებით გადაყვანის დროს, სადაც მოულოდნელად ძალიან ცუდად გავხდი და, როგორც მოგვიანებით რეანიმატოლოგმა თქვა, სასწაული მოხდა, რომ არ მოვკვდი. მიუხედავად იმისა, რომ მოწამვლამ ძალიან მძიმე სიმპტომები დატოვა. თუ დაკავების დროს ჩემი წონა იყო დაახლოებით 120 კგ, ახლა უკვე 72 კგ-ს ვიწონი“, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. 

ცნობისთვის, უკრაინულმა პრავდამ სააკაშვილს 2 კვირის წინ კითხვები გადაუგზავნა, რასაც მან წერილობით პასუხი გასცა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 თუ უკრაინის გამარჯვებამდე ცოცხალი დავრჩი, მინდა ოდესაში დავბრუნდე, დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს - მიხეილ სააკაშვილი

👉 ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, მუდმივად წინა ხაზზე ვივლიდი, 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს - მიხეილ სააკაშვილი