მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, მუდმივად წინა ხაზზე ვივლიდი, 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

„მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა უკრაინაში რომ ყოფილიყო, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამ ომში გამარჯვებაში დაეხმარებოდა“, - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში, რომლის სრული ჩანაწერიც დღეს, 30 დეკემბერს გამოქვეყნდება.

გამოცემამ სააკაშვილს ჰკითხა, თუ რას გააკეთებდა იგი უკრაინიდან საქართველოში რომ არ წასულიყო და 2022 წლის თებერვლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში ყოფილიყო.

„პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, რომელსაც ჩერჩილის შემდეგ პერიოდში ყველაზე გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწედ მივიჩნევ. მასთან შედარებით, რეიგანი და ტეტჩერი გვერდზე ნერვიულად ეწევიან. ამავდროულად მთელ სამყაროს მოვივლიდი ჩემი მრავალრიცხოვანი კავშირების უკრაინისთვის დახმარების მობილიზებისთვის გამოსაყენებლად.

ასევე, მუდმივად წინა ხაზზე ვივლიდი, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა კოლექტიური მიმართვა ჩაწერეს, რომელშიც დაბადების დღე მომილოცეს, თუმცა ერთი მომენტითაც არ ვივიწყებ იმ ფაქტს, რომ უკვე 35-მა მათგანმა ომში თავი დადო, მათ შორის შვიდმა ბახმუტის ფრონტზე. და ბევრი ჩემი უკრაინელი მეგობარი გარდაიცვალა და დაიჭრა…

მე თავად 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს და ასე არასდროს არ მიამაყია ამით“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, უკრაინულმა პრავდამ სააკაშვილს 2 კვირის წინ კითხვები გადაუგზავნა, რასაც მან წერილობით პასუხი გასცა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ 24 თებერვლის შემდეგ, პუტინი მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი

✔️  თუ უკრაინის გამარჯვებამდე ცოცხალი დავრჩი, მინდა ოდესაში დავბრუნდე, დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს - მიხეილ სააკაშვილი

✔️ სააკაშვილის ორგანიზმში მეტალებმა, შესაძლოა, ინვალიდობა და სიკვდილი გამოიწვიოს - დევიდ სმიტი

✔️ „არ უარვყოფ“ - ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციაზე

✔️ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველო სრულად დისკრედიტირებული იქნება - ოლეგ ჟდანოვი