მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ მას აქვს შეწყალების უფლება, თუმცა ძალიან მარტივი მიზეზის გამო ამ უფლებამოსილებას არ იყენებს. 

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამოიწვევს, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას არ სურს, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს. 

„მაქვს შეწყალების უფლება, მაგრამ არ ვიყენებ მარტივი მიზეზის გამო. მისი გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამოიწვევს. არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. ყურადღებით ვაკვირდები მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჯანმრთელობის ინფორმაციას. 

ახლა მზადდება ახალი საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის ანგარიში, ის იმყოფება საავადმყოფოში უკვე 6 თვეა, მაგრამ მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე - სააკაშვილი

✔️ „შეიძლება განვითარდეს ინსულტი, მუშაობს შენელებული სიკვდილის მანქანა, მაგრამ მიშა გადარჩება“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

✔️ „სააკაშვილისთვის წამმზომი ჩართულია“ - ლევან ფერაძე

✔️ „აქვს ტუბერკულოზის ლატენტური ფორმა“ - გიული ალასანია სააკაშვილზე