მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეიძლება განვითარდეს ინსულტი, მუშაობს შენელებული სიკვდილის მანქანა, მაგრამ მიშა გადარჩება“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი

„შეიძლება განვითარდეს ინსულტი, ან პარკინსონი ჩამოყალიბდეს, მუშაობს შენელებული სიკვდილის მანქანა, მაგრამ მიშა გადარჩება“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა. 

ამასთან, ნიკოლოზ სააკაშვილი ამბობს, რომ ნელ-ნელა უნდათ მესამე პრეზიდენტის სიკვდილი. 

„აქციის მთავარი მოტივი იყო „გადავარჩინოთ  მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“.  ჯანსაღი საზოგადოების მოთხოვნაა, მიშას გაყვანა სამკურნალოდ, ჯანსაღის და არა ხახვზე გაყიდული საზოგადოების. მიშას მოწამვლაზე ეჭვი თავიდანვე გამიჩნდა, მას ალბათ საკვებში ურევდნენ მინიმალური დოზებით, რომ ნელ-ნელა გამოეწვიათ პრეზიდენტის სიკვდილი. 

გადავხედე იმ ადამიანების ნუსხას, რომლებიც რუსეთმა მოწამლა მათთვის მიუღებელი ქმედებების გამო, რამდენიმესთან ვნახე ზუსტად ის პრეპარატები, რაზედაც მიშას შემთხვევაშია საუბარი, აქაც რუსული ხელწერაა.

შეიძლება განვითარდეს ინსულტი, ან პარკინსონი ჩამოყალიბდეს, მუშაობს შენელებული სიკვდილის მანქანა. მიშა გადარჩება, ის უნდა იყოს ცოცხალი და აუცილებლად იცოცხლებს, მე ამის მჯერა და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მიშას საზღვარგარეთ გაყვანა არ არის ულტიმატუმი ეს არის მოთხოვნა. თავი არ მოვიჭრათ მსოფლიოში და საქართველოს აღმშენებელი ადამიანი არ მოვკლათ ციხეში“, - აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „სააკაშვილისთვის წამმზომი ჩართულია“ - ლევან ფერაძე

✔️ „აქვს ტუბერკულოზის ლატენტური ფორმა“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ „სააკაშვილს დრო ეწურება, სახელმწიფოს სიმბოლოს ვკარგავთ“ - გიორგი ჩალაძე

✔️ „ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ მოვაკვლევინებთ არსებულ რეჟიმს მიხეილ სააკაშვილს“ - გიორგი სააკაშვილი

✔️ „კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ!“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე