მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას არასდროს არცერთი მისი უფლებადამცველისთვის არ უთქვამს, რომ ეჭვი აქვს მოწამვლაზე. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

სააკაშვილის თქმით, ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა. 

„მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“, - წერს სააკაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „შეიძლება განვითარდეს ინსულტი, მუშაობს შენელებული სიკვდილის მანქანა, მაგრამ მიშა გადარჩება“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

✔️ „სააკაშვილისთვის წამმზომი ჩართულია“ - ლევან ფერაძე

✔️ „აქვს ტუბერკულოზის ლატენტური ფორმა“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ „სააკაშვილს დრო ეწურება, სახელმწიფოს სიმბოლოს ვკარგავთ“ - გიორგი ჩალაძე

✔️ „ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ მოვაკვლევინებთ არსებულ რეჟიმს მიხეილ სააკაშვილს“ - გიორგი სააკაშვილი

✔️ „კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ!“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე