მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ შეიძლება, იცოდე, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამყოფი ხაზი შენი ხელმოწერაა და ეს ხელმოწერა არ გაიმეტო“ - ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს

ნიკა გვარამია, სალომე ზურაბიშვილი

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება.

„დღეს, მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება მხარდაჭერა, სიმპათია, სიყვარული. დღეს მას სჭირდება ერთადერთი - ემპათია. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უმწიფარობა ჩანს იმაში, რომ ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს სუბიექტურ განცდას და ობიექტურ საჭიროებას. ჩვენში სიმპათია ყოველთვის უდრის ემპათიას, (მაშინაც, როცა ემპათიას არ უნდა იწვევდეს), ხოლო ანტიპათია ყოველთვის უდრის ემპათიის არქონას. ემპათია კონტექსტუალურია. მისი განმსაზღვრელი ვითარებაა და არა აქტორები.

შეუძლებელია, საქართველოს პრეზიდენტს ეს არ ესმოდეს. შეუძლებელია, საქართველოს პრეზიდენტს სუბიექტურ განცდამდე (სააკაშვილის მიმართ პირად დამოკიდებულებამდე) დაყავდეს, სიცოცხლის მხარეს დადგება თუ სიკვდილის, საზოგადოებრივი სიმშვიდის მხარეს დადგება თუ მასობრივი ფსიქოზის, ისტორიულად აუცილებელი გამოსავლის ავტორი იქნება თუ ისტორიის ტრაგიკული განვითარების. არ შეიძლება, იცოდე, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამყოფი ხაზი შენი ხელმოწერაა და ეს ხელმოწერა არ გაიმეტო. წინასაახალწლოდ და წინასაშობაოდ, მით უმეტეს. ასე, უბრალოდ, არ შეიძლება“, - წერს გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „სახელმწიფოს მეთაურს მეტი ჭკუა მოეკითხება“ - დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

👉 „ეფესბემ“ უკრაინული დივერსიული ჯგუფი გაანადგურა - რუსული მედია

👉 რუსეთში დედამ სამი შვილი მოკლა - მისი თქმით, ბავშვებს სულში ეშმაკი ჰყავდათ ჩასახლებული

👉 „ომს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი დასასრული - აგრესორი უნდა დამარცხდეს და სასტიკად დაისაჯოს“ - პოდოლიაკი

👉 ის, რომ ჩვენმა სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს კრემენაია ან შევიდნენ მის გარეუბანში, სიმართლეს არ შეესაბამება - სერგეი გაიდაი