მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ ვენდობი ამ ხალხს, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს წარსულს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე

პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის მიერ 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„არ შევუერთდებით. არაფერი არ ვიცი ამ ხალხის გეგმების შესახებ. თან არ ვენდობი ამ ხალხს, იმიტომ, რომ ძველი გამოცდილება მაქვს. კი თქვეს, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს წარსულსო, მაგრამ ჩემთვის აქვს მნიშვნელობა წარსულს. იქ ისეთი ხალხია, რომ ჯერ ერთიც არანაირი ნდობა არ მაქვს, მეორეც, ის მაინც თქვან, რა მიზნით, რა გეგმა აქვთ, რა ხდება, ეგეც არ არის ცნობილი. არ იციან და აქედან გამომდინარე, არანაირი რეზონი არ გვაქვს, რომ რაიმე ურთიერთობა გვქონდეს მაგ ადამიანებთან“, - განუცხადა მეგრელიშვილმა Pia.ge-ს.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების, „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას“ ლიდერებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინაში ომი ყოველ გერმანელს წელიწადში 2 000 ევრო დაუჯდება - DW

👉 აშშ და ისრაელი უდიდეს სამხედრო წვრთნებს ახორციელებენ - CNN

👉 ნატო უნდა დაეხმაროს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე - სტოლტენბერგი უკრაინის იარაღზე

👉 რუსეთმა შესაძლოა, შეტევითი მოქმედებები უახლოეს თვეებში დაიწყოს - ISW

👉 პასუხი რუსეთს: ესტონეთმა რუსეთის ელჩი გააძევა