მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა შესაძლოა, შეტევითი მოქმედებები უახლოეს თვეებში დაიწყოს - ISW

სამხედროები

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ რუსეთს შეუძლია შეტევითი ოპერაციების დაწყება მომდევნო თვეებში, განსაკუთრებით გაზაფხულზე.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის დაზვერვის შეფასებით, რუსული ძალები ემზადებიან შეტევითი ოპერაციისთვის 2023 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში, რაც ნაწილობრივ ადასტურებს ISW-ის შეფასებას, რომ რუსეთის ძალებს შეუძლიათ გადამწყვეტი შეტევა განახორციელონ უახლოეს თვეებში.

შეგროვებული მონაცემების გაანალიზებისას, ინსტიტუტის ექსპერტებმა შენიშნეს, რომ რუსეთი აგრძელებს ირანთან სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, სანქციების ორმხრივად აცილების მიზნით.

23 იანვარს, რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი თეირანში შეხვდა ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, მოჰამად ბაგერ ღალიბაფს და ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

ღალიბაფმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და თეირანი უნდა ცდილობდნენ, გააძლიერონ კავშირები ფინანსურ, ენერგეტიკულ და ნედლეულის სექტორებში აშშ-ის სანქციების ფონზე, რამაც, ვოლოდინის თქმით, ორი ქვეყანა დააახლოვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პასუხი რუსეთს: ესტონეთმა რუსეთის ელჩი გააძევა

👉 თუ ახლა უნდათ დასვენება, სახელმწიფო სამსახურის გარეთ დაისვენონ, ოფიციალური პირები ვეღარ შეძლებენ საზღვარგარეთ წასვლას შვებულებაში - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 ომის დროს ესპანეთში დასვენების გამო უკრაინის გენპროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

👉 რუსეთში სამობილიზაციო მომზადების სისტემა სრულად არ იყო ადაპტირებული თანამედროვე რეალობებთან - რუსეთის არმიის შტაბის უფროსი

👉 „ტანკებთან დაკავშირებით, დარჩენილია უკანასკნელი ნახევარი ნაბიჯი“ - დმიტრო კულება