მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატო უნდა დაეხმაროს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე - სტოლტენბერგი უკრაინის იარაღზე

იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ პარტნიორები უნდა დაეხმარონ უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში.

„არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს ომი... ომების უმეტესობა, როგორც წესი, მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისი მიღწევა შეუძლია უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიღწევები იქნება ბრძოლის ველზე. პუტინს არ შეუცვლია თავისი მიზნები - სრული კონტროლი მთელ უკრაინაზე. ასე რომ, ერთადერთი გზა, მშვიდობიანი გადაწყვეტის პირობა არის ცალსახა გზავნილი პუტინისთვის: ის არ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე. ჩვენ უნდა შევქმნათ ეს პირობები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას ფრონტზე ხელსაყრელი პირობები უნდა შეუქმნან საჭირო იარაღის მიწოდებით.

მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს მოკავშირეებს შორის კონსულტაციების პროცესი იმის შესახებ, თუ რა სახის იარაღი უნდა გადაიტანონ უკრაინაში, ასევე, როგორ უზრუნველყონ იმ სისტემების ეფექტური ფუნქციონირება, რომლებიც ადრე იყო გადაცემული.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთმა შესაძლოა, შეტევითი მოქმედებები უახლოეს თვეებში დაიწყოს - ISW

👉 პასუხი რუსეთს: ესტონეთმა რუსეთის ელჩი გააძევა

👉 თუ ახლა უნდათ დასვენება, სახელმწიფო სამსახურის გარეთ დაისვენონ, ოფიციალური პირები ვეღარ შეძლებენ საზღვარგარეთ წასვლას შვებულებაში - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 ომის დროს ესპანეთში დასვენების გამო უკრაინის გენპროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

👉 რუსეთში სამობილიზაციო მომზადების სისტემა სრულად არ იყო ადაპტირებული თანამედროვე რეალობებთან - რუსეთის არმიის შტაბის უფროსი