მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს“ - იაგო ხვიჩია

გირჩის ლიდერი

„არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ,  „ოცნებიდან“  წასული 4 დეპუტატის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც დეპუტატები აღნიშნავენ, რომ  აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული. 

მისი თქმით,  4 დეპუტატის განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. 

„არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ „ლიდერშიფთან“ შეთანხმებით, ამაზე სერიოზული კომენტარის კეთება, როგორც 4 დეპუტატის განცხადებაზე, არ შეიძლება. „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ კურსზე ჩვენ ისედაც ბევრს ვლაპარაკობთ და ეს მისი ერთ-ერთი გაგრძელებაა“, - აცხადებს პარტია „გირჩის“ წევრი. 

ცნობისთვის საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა, რითაც აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმების შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტს გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რაც დამატებით ამყარებს მათ დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „კრიტიკის რამე სერიოზულ მიზეზს არ იძლევა“ - სარჯველაძე 4 დეპუტატის წერილზე

👉 რატომ არ მცირდება საწვავზე ფასი?  - კონკურენციის სააგენტო მოკვლევას იწყებს

👉 „პარტიის სამოქმედო გეგმის სამი შემადგენელი კომპონენტი - ხალხის რაოდენობა, პროტესტის იდეები და რესურსები იქნება, მათ შორის ფინანსური“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉  „საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირს“ - მამუკა ხაზარაძე