მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არც „ოცნების“ კანონია სწორი და არც „ნაცმოძრაობის“, არცერთი არ მომწონს, ორივეს წინააღმდეგ მივცემ ხმას - რაქვიაშვილი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე

გირჩის წევრი

„არცერთი კანონპროექტი არ მომწონს, ორივეს წინააღმდეგ მივცემ ხმას“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ ფორმალურად მიიღოს კანონი.

„არცერთი კანონპროექტი არ მომწონს, ორივეს წინააღმდეგ მივცემ ხმას. არ მგონია ეს კანონპროექტები პასუხობს იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამიტომაც არ აგზავნის „ოცნება“ თავის კანონპროექტს ვენეციის კომისიაში.

არ შეიძლება კოპირება გავაკეთოთ სხვა ქვეყნის კანონის. კანონი ჩვენ პრობლემებს უნდა მოვარგოთ. აქედან გამომდინარე, არც „ქართული ოცნების“ კანონია სწორი და არც „ნაციონალური მოძრაობის“, არაფერ შუაშია იმ პრობლემასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს, ერთპიროვნულ მმართველობასთან, რომელიც წლებია ჩვენს ქვეყანაშია და მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია“, - აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ამ ოპოზიციას რა კოალიცია უნდა შევუქმნა?! გამარჯობას არ მეუბნება, „მტეხავს“ შეხვედრებიდან, მარტო ჩხუბი და გინება იციან“ - იაგო ხვიჩია

✔️ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა მომხრეებმა კლოუნადად აქციეს, აბანძებენ მიხეილ სააკაშვილს - იაგო ხვიჩია

✔️ არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

✔️ ვხედავთ დამოუკიდებელი მედიის დაშინებას და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას - ბობ მენენდესი

✔️ „კეზერაშვილი ქურდია, ის კურორტიდან კურორტზე ჩვენი არმიისთვის მოპარული ფულით დადის“ - ალეკო ელისაშვილი