ასეთ შეურაცხყოფას როგორ აყენებთ თქვენი პარტიის, საკუთარი პარტიის ამომრჩეველს - გადაწყვიტა ფულმაო წერთ, ანუ კომისიაში შეგაქვთ ეჭვი თუ საკუთარ ამომრჩეველში?“ - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე წერს და „ენმ“-ში ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებს ეხმაურება.
„ეხება განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსებს! რას წერთ და ამბობთ, ხალხნო?! ასეთ შეურაცხყოფას როგორ აყენებთ თქვენი პარტიის, საკუთარი პარტიის ამომრჩეველს - გადაწყვიტა ფულმაო წერთ, ანუ კომისიაში შეგაქვთ ეჭვი თუ საკუთარ ამომრჩეველში? ანუ გაიყიდნენ ნაცპარტიის ამომრჩევლები ფულზე ისევე, როგორც „ოცნების“ ამომრჩევლები? გაქვთ რაიმე ფაქტები მოსყიდვის, დადეთ? აბა, სულ გადაირიეთ?! ძლივს ახალი ტექნოლოგიით ჩატარდა არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებთ?! ეს რა არასახელმწიფოებრივი განცხადებებია?! რას წერთ ან რაზე საუბრობთ, ან რას უწერთ ამ დღეების მანძილზე ერთმანეთს, ეს არის სწორედ „გოიმობა და პროვინციალიზმი“, წარმომავლობაზე დაბა, ქალაქზე რომ წერთ და ამ დროს საკუთარი თავი რომ არ „გეგოიმებათ“, თან ცოტა - საკუთარ დაბა-ქალაქს რომ „მალავთ“, აი, ეს არის, ეგ არის ქაჯობა, ტრაგიკულად ღიმილის მომგვრელია“, - წერს ჩარკვიანი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. თანაპარტიელებმა ნუგზარ წიკლაურმა და ნონა მამულაშვილმა, რომელიც ასევე თავმჯდომარეობისთვის იბრძოდა, დაწერეს, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ იდეალებზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „რაც ბატონმა ჯონსონმა თქვა, სიცრუეა“ - დმიტრი პესკოვი
👉 „უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო“ - მეგის ქარდავა
👉 „ვხედავთ, რომ რუსეთი ემზადება ახალი შეტევისთვის“ - იენს სტოლტენბერგი
👉 „სუიციდის გამო საჭმლის არმიღება გამორიცხულია“ - ლალი ჯავაშვილი მიხეილ სააკაშვილზე