მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ავტოფარეხში მანქანა თავისით არ გაჩენილა“ - პეტრე ცისკარიშვილი ნიკა მელიას პასუხობს

პეტრე ცისკარიშვილი, ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პეტრე ცისკარიშვილი ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ავტომობილი ავტოფარეხში დახვდა და ამის შესახებ ცისკარიშვილმა უთხრა.

„ავტოფარეხში რაღაცა დილას ვიღაცამ გაიღვიძა და იქ მანქანა დახვდა და აი, ამ ზღაპრებზე, ტყუილებზე, ჭორებზე საერთოდ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. არავის არ გაუღვიძია და დილას ავტოფარეხში მანქანა თავისით არ გაჩენილა. თვითონვე გასცა პასუხი, რომ დაბრუნება უნდოდა და უთხრეს, კარგად იყავი, შენც და შენი მანქანაც. ზურა მელიქიშვილი არის მისი შტაბის, გუნდის წარმომადგენელი, შეეკითხეთ და მოგიყვებათ ყველაფერს დეტალურად. მე არ ვაპირებ ჭორაობას, არ მოგიყვებით, იმიტომ, რომ არის ტყუილი, ავტოფარეხში არ მდგარა და დანარჩენ სიღრმეებში ჭორაობას არ ვაპირებ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მანამდე მელიამ განაცხადა:

„დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა, როდესაც ერთ დღეს , ჩემთვის მოულოდნელად, პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი, რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია, არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა“, - აღნიშნა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „არ ვენდობი ამ ხალხს, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს წარსულს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე

👉 უკრაინაში ომი ყოველ გერმანელს წელიწადში 2 000 ევრო დაუჯდება - DW

👉 აშშ და ისრაელი უდიდეს სამხედრო წვრთნებს ახორციელებენ - CNN

👉 ნატო უნდა დაეხმაროს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე - სტოლტენბერგი უკრაინის იარაღზე

👉 რუსეთმა შესაძლოა, შეტევითი მოქმედებები უახლოეს თვეებში დაიწყოს - ISW