მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

BBC-მ ე.წ. ქოლ ცენტრების თაღლითურ სქემაზე ვიდეოვერსია გაავრცელა

„ფორმულას“ დამფუძნებელი

BBC-მ ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, რომლის ორგანიზატორადაც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილის სახელდება ვიდეო გამოაქვეყნა. 

ირკვევა, რომ საქართველოს დედაქალაქში სპეცოპერაცია ე.წ. ქოლ ცენტრებში გერმანელმა პროკურორებმა ჩაატარეს და მათთან ერთად სპეცოპერაციის დროს იქ იყო „ბიბისის“ კამერაც.

ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ტრანსნაციონალური სპეცოპერაციის ფარგლებში, ქოლ-ცენტრები დაიხურა თბილისშიც.

შეცდომა ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლებმა დაუშვეს, როდესაც სპეცოპერაციით ოფისში პროკურორები შევიდნენ, მათ კომპიუტერები არ გამოურთავთ. ჩართული კომპიუტერებიდან კი ამოიღეს ასობით მტკიცებულება.

შეგახსენებთ, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.