მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიაში გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს - მელია

პოლიტიკოსები

„ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე გიორგი კირთაძე დაინიშნება.

„პოლიტიკოსი, რომელიც ახლა ჩემს გვერდით დგას და ჩვენ ერთად ვართ თქვენს წინაშე წარმდგარი, არის ბათუმის ერთ-ერთი ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში გამარჯვება მოაპოვებინა პარტიას. გიორგი კირთაძემ ბათუმში, ათასობით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან ერთად გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პრინციპულობას, პატრიოტიზმის, პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ყველაზე ვერაგი, ბოროტი და მახინჯი სახელისუფლებო სისტემაც კი, მოსყიდვა და დაშინება.

ჩემი გამარჯვების შემდეგ ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს და დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი მომავალი გამარჯვების. ჩემი ღრმა რწმენით,  გიორგი კირთაძე დღეს წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ის, რომ თუ გუშინ დაუძინებელი მტრები იყვნენ, დღეს შეიძლება ნათელ-მირონები გახდნენ - რომან გოცირიძე

⭕ უჭირთ, ახლოვდება არჩევნები, თუკი რამე უკადრებელი იყო, ყველაფერი იკადრეს - ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილზე

 „ჭორაობა დაიწყო და ებღაუჭება სკამს იმ პარტიაში, რომელიც არის სააკაშვილის“ - ხაბეიშვილი მელიაზე

⭕ „ძალიან ცუდად არის, საერთოდ ვერ დგება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

 შეუძლებელია დაკარგო სახე და დაემსგავსო გესტაპოს ექიმს - თაკო ჩარკვიანი ნადირაძეს