მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება, ვითარება ინერციაზე არ უნდა მივუშვათ - პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებასთან დაკავშირებით Bloomberg-თან ინტერვიუში საუბრობს. 

ქალბატონო პრეზიდენტო, როგორც ვიცი, წარსულში თქვით, რომ შეწუხებული იყავით საქართველოში რუსების შემოდინებით, ეს თქვენ კიდევ გაღელვებთ? ახლა უფრო ფრთხილები ვართ იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება. ეს უკვე მოხდა საქართველოში. რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და წაიღო საქართველოს ტერიტორიის ნაწილი

- ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს. სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობა სრულად სოლიდარულია უკრაინის მიმართ და პირადად მეც - ჩემი სოლიდარობა ბევრჯერ გამოვხატე, რადგანაც ჩვენ მსგავს მდგომარეობაში ვართ. დღეს უკრაინა იბრძვის როგორც საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე,  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ერთობა შენარჩუნდეს ქვეყნის შიგნით და ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის. თქვენ ახსენეთ საქართველოში შემოსული რუსების საკითხი, მათ უმეტესობას ეშინოდა რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის. ან არ ეთანხმებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ საკუთარი პრეზიდენტის აგრესიას. ჩემი წუხილის საგანი იყო ის რომ უნდა შეგვენარჩუნებინა ამ პროცესის კონტროლი.

ჩვენ ვერ დავკეტავთ ჩვენს საზღვრებს, ეს არ იქნება სწორი და არ მოდის თანხვედრაში საქართველოს სტუმარმასპინძლობის ტრადიციასთან, თუმცა უნდა ვაკონტროლოთ რაც ხდება, ვინ შემოდის და რამდენი ხნით რჩება, რა სახის სამსახურს იწყებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისათვის, რათა მათ იცოდნენ, რომ მათი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. იმ პირობებში, როცა ჩვენ გვყავს უკრაინელი და რუსი ლტოლვილები, არანაირი ინციდენტი არ გვქონია არც ქართველებსა და რუსებს შორის, არც რუსებსა და უკრაინელებს შორის. თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება და არ უნდა მივუშვათ ვითარება ინერციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 ეს ბრძოლაა, ამ გზის დასასრული არაა, რომელსაც გავდივართ კანდიდატის სტატუსის მისაღებად - პრეზიდენტის ინტერვიუ Bloomberg-თან

🔴 დღეს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

🔴 მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას - ნედ პრაისი

🔴 დღეს პლენარული სხდომა გაიმართება

🔴 ჰელსინკის კომისია - საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ გააუქმებს რუსეთის სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტს, მისასალმებელი ნაბიჯია