მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის გასამართლება ისტორიული აბსურდია. 

„ისტორიული უსამართლობა, რომელსაც თვალს ვადევნებთ, უნდა დასრულდეს. ის ფაქტი, რომ ჩვენ ვდგავართ აქ და ამ შენობის შიგნით ასამართლებენ სააკაშვილს, ეს ისტორიული აბსურდია. სააკაშვილის პატიმრობის დასრულების მთავარი იარაღი გახლავთ რეჟიმის კიდევ უფრო დასუსტებასა და დამარცხებაში.

ნებისმიერი სახის საპროტესტო აქტივობაც კი არის კონტროლირებული ათასობით პოლიციელის მიერ, რაც არის დასტური იმისა, რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგას, დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებული მობილიზაციაა, „ბეტეერები“ და ტანკები არ გამოუყვანიათ, თორემ ყველა სახის ტექნიკაა მობილიზებული“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმის განხილვას სასამართლოში დაესწრება. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 სააკაშვილს სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს სხდომაზე - დიტო საძაგლიშვილი

⚫ „მირჩევნია, სააკაშვილი უფრო თავისუფალ გარემოში იყოს“ - გიული ალასანია