მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად გიული ალასანია მივიდა

გიული ალასანია შვილის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მისცემენ თუ არა მას სხდომაზე შესვლის უფლებას. 

სასამართლოს ეზოში იმყოფებიან აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები. ისინიც პროცესზე შესვლის ნებართვას ელოდებიან. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 სააკაშვილს სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს სხდომაზე - დიტო საძაგლიშვილი

⚫ „მირჩევნია, სააკაშვილი უფრო თავისუფალ გარემოში იყოს“ - გიული ალასანია