მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით უსუფაშვილი ოლექსი დანილოვზე: როდესაც საქართველო ომში იყო რუსეთთან 2008 წელს, არ მახსენდება ვინმესთვის მიგვემართა, რომ ომი წამოეწყო

დავით უსუფაშვილი, ოლექსი დანილოვი

პარტია „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, „დღესაც მიმაჩნია, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები“.

„მსოფლიოში 8 მილიარდი ადამიანია, აქედან რამდენიმე ათეული მილიონი საქართველოთია დაინტერესებული და ყოველი მათგანის პოზიცია არ შეიძლება ჩვენთვის იყოს სერიოზული და სერიოზულად განსახილველი. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პოზიცია აქვს ძალიან მკაფიო და მყარი, რაც გაზიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რომ არ ხდება ამ ტერიტორიების აღიარება არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და არც სახელმწიფოს ნაწილად, ეს ერთი და მეორე, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული განაცხადი გაკეთებული მსოფლიოს წინაშე, აფხაზების წინაშე და ოსების წინაშე, რომ ჩვენ ძალის გამოყენებით არ შევეცდებით ამ პრობლემის გადაწყვეტას. გასაგებია ომში მყოფი ადამიანების შეძახილი იქიდან და აქედან, რომ იქნებ თქვენც დაგვეხმაროთ და რამე ვქნათ, მაგრამ როდესაც საქართველო ომში იყო რუსეთთან 2008 წელს, მე არ მახსენდება ვინმესთვის მიგვემართა, რომ ომი წამოეწყო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკრაინაში რომ ჩავალ, ვაპირებ, პერსონალურად მოვთხოვო პასუხი დანილოვს, ამ სიდებილეებს რატომ ლაპარაკობს, რას შეგვჭამა“ - გიორგი ვაშაძე

👉 „დღესაც მიმაჩნია, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები“ - ოლექსი დანილოვი

👉 რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?

👉 „რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, დღესვე მასშტაბური მიტინგი მოაწყონ და მერე რუსეთის ხელისუფლებამ თქვას, რომ ისინი უნდა დაიცავს, ამას ჰქვია დივერსანტები“ - ლევან ხაბეიშვილი

👉 ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას „ერთსქესიანთა ქორწინების“ შესახებ პეტიციის განხილვა დაავალა