მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ ოლიგარქიაზე, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით...“ - გიორგი გახარია „იმედს“ მიმართავს

გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში კადრებს ასაჯაროებს, რომელშიც ჩანს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფი მას სახლთან ელოდება.

გახარიამ ტელეკომპანიას მიმართა და აღნიშნა, რომ სახლთან დახვედრას სჯობს, ეთერში მიიწვიონ და იქ ისაუბრონ კორუფციასა და ოლიგარქიაზე. გახარია, ასევე, არხს სთავაზობს, მეორე მხარეს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დასვან.

„TV Imedi, როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში - გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, „ქართული ოცნების“ ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც „ქართული ოცნებიდან“ დარჩა“, - წერს გახარია.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთის არხანგელსკის ოლქში სამხედრომ წვევამდელთა კოლონას სატვირთოთი გადაუარა - დაიღუპა 2 ჯარისკაცი, დაშავდა - 11

👉 „ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 სომხეთი მზად არის, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე - ნიკოლ ფაშინიანი

👉 დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, წარმოედგინა უკრაინის პარლამენტის პოზიცია კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში - უკრაინის რადა

👉 „რუსეთმა უკიდურესად დაბალი დონის გამო დნეპრის დასავლეთით მდებარე ზოგიერთი ქვედანაყოფი მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერა“ - ბრიტანული დაზვერვა