მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეოლიგარქიზაცია არის ის, რომ მდიდარი ადამიანები არ აპამპულავებდნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი

„ოპოზიციისგან დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების დაჟინებული მოთხოვნა არასერიოზული იყო“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა  ალეკო ელისაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.  

მისი თქმით, დეოლიგარქიზაცია არის ის, რომ მდიდარი ადამიანები არ აპამპულავებდნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს.

„არასერიოზული იყო ოპოზიციისგან დაჟინებული მოთხოვნა, გინდა თუ არა, კანონი მივიღოთ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო. არ იყო ეს სერიოზული, რადგან ვიდრე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, რანაირად წარმოგიდგენიათ „ოცნების“ ერთი დეპუტატი, რომელიც იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და რამე უნდა ავუკრძალოთო? ჰოდა, ვიდრე ეს მოცემულობაა, ამ კანონის მოთხოვნა იყო არასერიოზული.

მით უმეტეს, რომ ერთადერთი პრეცედენტი ოლიგარქების საწინააღმდეგოდ მიღებული კანონის, არის უკრაინული, „ქართული ოცნება“ მოხერხებულად გამოიყენებდა და იყენებს კიდეც ამას და ის არასერიოზული კანონია.

დეოლიგარქიზაცია არის ის, რომ მდიდარი ადამიანები არ აპამპულავებდნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, ადამიანები და არა ადამიანი“, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ წევრი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სხვისი პრაქტიკის გამოყენება ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, ვერ იმუშავებს საფუძვლიანად - დეგნანი დეოლიგარქიზაციის კანონზე

✔️ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ფუჭი ძალისხმევაა, უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა - ალეკო ელისაშვილი

✔️ „ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია“ - კელი დეგნანი

✔️ „ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

✔️ „ბიძინა ივანიშვილი მართლაც რომ გმირია“ - ფრიდონ ინჯია