მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი მოლდოვასა და საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ჯეიმს კლევერლი ახალი ფინანსური დახმარების შესახებ განცხადებას გააკეთებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს

ფინანსური დახმარება რუსეთის მავნებლური ჩარევის წინააღმდეგ რეგიონულ მდგრადობას შეეხება. 

დაფინანსება ხელს შეუწყობს მმართველობის რეფორმებს, სამართლიან არჩევნებს და ანტიკორუფციულ პროგრამებს. 

გაერთიანებული სამეფო ხაზს უსვამს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. 

„საქართველოში ჯეიმს კლევერლი ნახავს, როგორ ეხმარება გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობა რუსეთის დივერსიული ჩარევის წინააღმდეგ მოქმედებას, მათ შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას.

დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი ასევე გამოყოფს 500 000 ფუნტს, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

კლევერლი საქართველოს 16-17 მარტს ეწვევა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 ჩინეთს სურს, რუსეთმა უკრაინაში ომი გააგრძელოს - გიტანას ნაუსედა

📢 გორში, კომბინატის დასახლებაში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა იპოვეს

📢 იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

📢 აქციები, რომელიც ტარდებოდა, ეს არის ჩემი შვილისთვის ბრძოლაც, იქ იდგა თაობა, რომელიც ცნობილია, როგორც მიშას თაობა - გიული ალასანია