რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელი ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დაადასტურა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, საინტერესოა, ხომ არ მოხდება ისეთი ტვირთის გატარება, რომელიც სანქციებს ექვემდებარება.
„აქ არის დიდი კითხვის ნიშანი. ერთი ის, რომ ხელისუფლება მალავს და ამას საზოგადოება იგებს სხვა ქვეყნისგან, მესამე მხარისგან, ანუ სომხეთის ოფიციალური სტრუქტურებისგან. თუ არაფერი გაქვს დასამალი, რატომ მალავ? მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, აი, ასეთ არაფორმალურ, დამალულ მმართველობას, დაფარულ გადაწყვეტილებებს ივანიშვილის ხელში. მეორე - ეს არის ძალიან დიდი საფრთხე. ხომ არ მოხდება აქ ტვირთების გატარება, შემოტანა ისეთი ტვირთების, რომელიც სანქცირებულია“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ხუთი ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ ომის მოსაგებად - ანდრეი ერმაკის განმარტება
👉 რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის სამხედრო აღჭურვილობას ამზადებს - ISW