მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელჩის გაწვევა არის იმის წინაპირობა, რომ მთლიანად დასავლეთმა საქართველოსთან ურთიერთობა გაყინოს - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. 

მისი თქმით, საქართველომ შეიძლება დაკარგოს არა მარტო თავისუფლება, არამედ გახდეს მთლიანად დაუცველი. 

„ზელენსკი არის პიროვნება, რომელიც დღეს განსაზღვრავს დასავლური პოლიტიკის დღის წესრიგს. შესაბამისად, მისი მხრიდან ელჩის გაწვევა არის იმის წინაპირობა, რომ მთლიანად დასავლეთმა გაყინოს საქართველოსთან ურთიერთობა.

შედეგად, უსაფრთხოების სახელით გატარებული სამარცხვინო პოლიტიკის გამო ჩვენ შეიძლება, დავკარგოთ არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ აღმოვჩნდეთ სრულიად დაუცველები.

ამის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ იმით, რომ სასწრაფოდ მოხდეს ამ უმძიმეს შეცდომებზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი მხარის ნებაყოფლობით ან იძულებით ჩამოშორება გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან“, - წერს გია ხუხაშვილი. 

შეგახსენებთ, ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია

 იხილეთ აგრეთვე:

👉 უკრაინულმა არმიამ ჩერნიგოვოში რუსი დივერსანტები გაანადგურა

👉 ბელარუსის ჯარი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს - ლუკაშენკო

👉 6 000 სამხედრო, 198 ტანკი, 29 თვითმფრინავი - რუსული არმიის დანაკარგი

👉 ბირთვული ომის საფრთხე არ არსებობს - ბაიდენი

👉 „იარაღის ნებაყოფლობით დაყრისთვის რუსი ჯარისკაცები 5 მილიონ რუბლს და სრულ ამნისტიას მიიღებენ“ - რეზნიკოვი

👉 რუსეთის სამხედრო კოლონა, რომელიც კიევის გარეუბნამდე მივიდა, 64 კილომეტრის სიგრძისაა

👉 დაღუპულია მხოლოდ 2 ჩეჩენი - რამზან კადიროვი

👉 აშშ-ის სენატში პუტინის ფსიქიკური მდგომარეობის საკითხი განიხილეს

👉 დაბომბვის გამო მარიუპოლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა