მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

ზელენსკის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზი არის საქართველოს მთავრობის პოზიცია რუსეთის სანქცირებასთან დაკავშირებით და აგრეთვე, იმის გამო, რომ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში წასვლის საშუალება არ მიეცათ.

ზელენსკის თქმით, ის უკრაინის ელჩთან კონსულტაციებს გამართავს. 

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📣 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს

📣 „დადგა დრო, ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დავაბრუნოთ“ - სერგეი ლავროვი

📣 პუტინმა სანქციებზე რეაგირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

📣 „სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთი უკრაინაში არჩევნებს არ ჩაატარებს“ - პესკოვი

📣 კიევის დაცემის შემთხვევაში ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება, შესაძლოა მანამდეც - კახა გოგოლაშვილი

📣 უკრაინა არ აპირებს კრემლის ულტიმატუმების განხორციელებას - დმიტრო კულება

📣 „დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და მოკავშირეები“ - პენტაგონი პუტინის მუქარას პასუხობს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ