მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთადერთი კითხვა მაქვს ლომჯარიასთან - თარიღი მაინტერესებს, როდის გახდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი?“ - ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა და ნინო ლომჯარია

„ერთადერთი კითხვა მაქვს ლომჯარიასთან - თარიღი მაინტერესებს, როდის გახდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი?“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. 

ზარქუა აცხადებს, რომ ლომჯარია არა სახალხო დამცველი, არამედ ოპოზიციური პარტიის აქტივისტია. 

„ერთადერთი კითხვა მაქვს ლომჯარიასთან, თარიღი მაინტერესებს, როდის გახდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, დანიშვნამდე, თუ დანიშვნის შემდეგ? მასთან ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ არის არა სახალხო დამცველი, არამედ, ერთი ოპოზიციური პარტიის ჩვეულებრივი აქტივისტი. ეს ფაქტი გამოიკვეთა მის მიერ გახმოვანებულ არაერთ თემაში.

ამდენი ხნის განმავლობაში მმართველმა პარტიამ მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის, „ენმ“-ს უფლებები დაარღვია, სხვა პარტია არ არსებობს? ან სხვა მსჯავრდადებული სააკაშვილის გარდა არ არსებობს?!“ - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ბოდიში, სააკაშვილი უკრაინას რატომ უნდა გადაეცეს? ვერ გავიგე, სუსტად არის, არ უნდა შევაწუხოთ! - ირაკლი ზარქუა

✔️ უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანზე ვიხილეთ - ბონი ჯენკინსი

✔️„ოცნებაში“ კელი დეგნანი ამერიკელი ტურისტი ჰგონიათ, ზურგჩანთით და ბოტასებით ჩამოსული - ალეკო ელისაშვილი