მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანზე ვიხილეთ - ბონი ჯენკინსი

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

„ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანზე ვიხილეთ“, - ამის შესახებ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკინსმა, საქართველოს მხრიდან ანტიდასავლურ და ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით განაცხადა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აღნიშნავს, რომ თავდასხმები და დეზინფორმაცია დიდი სქემის ნაწილია რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ, ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა.

„ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში შევხვდები „ქართული ოცნების“ ლიდერებს იმისათვის რომ განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრების განმავლობაში  მოუთმენლად ველოდები, რომ გავაჟღერო გზავნილი ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ახორციელებს საქართველოში იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წასწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები.

ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანზე ვიხილეთ. ეს არის დეზინფორმაციის ნაწილი, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ.

კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა. აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ამერიკას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ისევე, როგორც ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს“, - აცხადებს შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️„ოცნებაში“ კელი დეგნანი ამერიკელი ტურისტი ჰგონიათ, ზურგჩანთით და ბოტასებით ჩამოსული - ალეკო ელისაშვილი

✔️ „ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია“ - კელი დეგნანი

✔️ სხვისი პრაქტიკის გამოყენება ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, ვერ იმუშავებს საფუძვლიანად - დეგნანი დეოლიგარქიზაციის კანონზე

✔️ დეოლიგარქიზაცია არის ის, რომ მდიდარი ადამიანები არ აპამპულავებდნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს - ალეკო ელისაშვილი

✔️ კეზერაშვილი არის ქურდი, ჯარს ჰპარავდა ფულს, გადარიცხა და დღემდე ბაირამობს - ალეკო ელისაშვილი