მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოცნებაში“ კელი დეგნანი ამერიკელი ტურისტი ჰგონიათ, ზურგჩანთით და ბოტასებით ჩამოსული - ალეკო ელისაშვილი

 ელისაშვილი და კელი დეგნნაი

„აშშ-სთან ენის შეჩვევა, როგორც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ძალიან დამაზიანებელი და საშიშია. როდესაც პატარა ბეღურასავით ხარ, არ უნდა გაექანო და არწივების ბუდესთან იმიტომ, რომ ბუნდღა არ დარჩება შენი“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა საქართველოსთვის დამაზიანებელია და ვერ ხვდებიან რა მასშტაბის ცეცხლს ეთამაშებიან. 

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, „ოცნებას“ კელი დეგნანი ჰგონიათ ამერიკელი ტურისტი, ზურგჩანთით და ბოტასებით ჩამოსული.

„ბევრჯერ მითქვამს „ოცნებისთვის“, რომ ვერ ხვდებით, ცეცხლს ეთამაშებით! თუ მასშტაბი გეპატარავებათთქო?! ეს არის ძალიან საშიში და დამაზიანებელი ქვეყნისთვის. „ოცნებას“ კელი დეგნანი ჰგონია ამერიკელი ტურისტი, ზურგჩანთით და ბოტასებით ჩამოსული. დეგნანი არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მიერ დანიშნული ელჩი, რომელიც საქართველოში წარმოადგენს აშშ-ის სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენი ქვეყანა თუ ფეხზე დგას, ეს აშშ-ის დამსახურებაა. 

რუსულ ტანკებს 2008 წელს რა გააჩერებდა, რომ არ ყოფილიყო აშშ-ის კატეგორიული პოზიცია ან არაღიარების პოლიტიკა. რამდენიმე ქვეყნის გარდა ვერ ბედავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარებას.

ვერ ხვდებიან, რა მასშტაბის ცეცხლს ეთამაშებიან. რატომ აკეთებენ ამას, ვერ მივხვდი. ვხედავთ, რომ აშშ რუსეთს არ ეპუება, ჩინეთი რომ კუნთებს ათამაშებდა, არავინ დაგინახოთ ტაივანში ჩასულიო, ნენსი პელოსი დემონსტრაციულად ჩავიდა ტაივანში და ვერაფერს ვერ გახდა ჩინეთი, ამხელა ქვეყანა. „ქართულ ოცნებაში“ რა ბუზი დააჯდათ ამისთანა, რომ ვერ ხვდებიან ვისთან აქვთ საქმე.

აშშ-სთან ენის შეჩვევა, როგორც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ძალიან დამაზიანებელი და საშიშია. როდესაც პატარა ბეღურასავით ხარ, არ უნდა გაექანო და არწივების ბუდესთან არ უნდა მიხვიდე და არ უნდა აგინო იმიტომ, რომ ბუნდღა არ დარჩება შენი“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია“ - კელი დეგნანი

✔️ სხვისი პრაქტიკის გამოყენება ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, ვერ იმუშავებს საფუძვლიანად - დეგნანი დეოლიგარქიზაციის კანონზე

✔️ დეოლიგარქიზაცია არის ის, რომ მდიდარი ადამიანები არ აპამპულავებდნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს - ალეკო ელისაშვილი

✔️ კეზერაშვილი არის ქურდი, ჯარს ჰპარავდა ფულს, გადარიცხა და დღემდე ბაირამობს - ალეკო ელისაშვილი