მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და მეორე უბედურება, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე“ - ნიკა მელია

ნიკა მელია

„ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და მეორე უბედურება, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ოცნებიდან“ გამოყოფილი ვიქტორ ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც  „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში“.

„მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე“ - ამას ამბობს „ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე!  

ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ  მტერთან გაქვს საქმე.

მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამისოდ, არცაა ადგილზე - ფაბრიკაციულ ჩანაწერებს დაარბენინებენ და ა.შ... 

ამიტომაა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და დროულად გავიყვანოთ სამკურნალოდ, შემდეგ კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს საპარლამენტო სიას და დაკომპლექტდეს იმ ღირსეული ხალხით, ვისაც არც შრომა ეზარება, არც ბრძოლა და არც ოპონენტისთვის საკადრისი პასუხის გაცემა!“ - წერს ნიკა მელია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პრეპარატები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ, დიაგნოზებთან შეუთავსებელი იყო - მარიამ ჯიშკარიანი

✔️ სიტუაცია მძიმეა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - მასიმო დანჯელო

✔️ „რა სჭირს სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია სასჯელის გადავადება, ადამიანს არ მოსწონს ციხეში ჯდომა“ - ბექა დავითულიანი

✔️ პუტინი დამპირდა, რომ მომკლავდა, ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ცოტა დრო დამრჩა - სააკაშვილის წერილი ემანუელ მაკრონს

✔️ რანაირად უნდა გამოუშვან, ციხეს შეანგრევენ, გაანგრევენ და გამოიყვანენ, თუ რა? ობიექტურად თუ გვინდა, შევხედოთ, სააკაშვილს არ გამოუშვებენ - ალეკო ელისაშვილი