მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მორალური უფლება არ აქვთ ასე ისაუბრონ, პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ბევრ ჯილდოს მიიღებს - ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის საკითხზე მმართველი ძალის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ მათ არ აქვს მორალური უფლება სააკაშვილზე ასე ისაუბრონ. 

„ბარბარე რაფალიანცის, გიგა ფარტენაძის, თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძის, ეროსი კიწმარიშვილის, ბესიკ ხარძიანის, შალვა თათუხაშვილის, სერგო უბილავას, ლევან კორტავას, მამუკა მიქაუტაძის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები რომ საუბრობენ წამებაზე, ადამიანის უფლებებზე, ადამიანის უფლებების შელახვაზე.

ამასობაში, მაჯლაჯუნა წულუკიანი, რომელიც ანადგურებს ჩვენს გელათს, რომელიც ხელს უწყობს ჯვრის მონასტრის ნგრევას, რომელიც გამორჩეულია თავისი ბოღმით, არაადამიანური დამოკიდებულებებით, მათ შორის მისივე თანამშრომლებზე და უამრავი სასამართლო პროცესი აქვს წაგებული.

ამ ადამიანებს არა თუ მორალური, არამედ პოლიტიკური უფლებაც არ აქვთ რაიმე შეფასება გაუკეთონ პრეზიდენტ სააკაშვილის გაკეთებულ საქმეებს და ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ეს ეწყინათ, არ მოეწონათ და გაბრაზდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და გაბრაზდებოდნენ დარწმუნებული ვარ კრემლში.

ყველა დანარჩენს კი, ნორმალურად, ადეკვატურად მიაჩნიათ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ჯილდო. ბევრი ჯილდო მიიღო პრეზიდენტ სააკაშვილმა და კიდევ ბევრს მიიღებს დარწმუნებული ვარ,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ ყველა ქალი უნდა მივიდეს და ფიზიკურად დაიცვას - ხატია დეკანოიძე თათია სამხარაძეზე

✔️ ომბუდსმენი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და მზადყოფნას გამოთქვამს მომართვის შემთხვევაში მათი საქმეები შეისწავლოს

✔️ სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს - წულუკიანი სააკაშვილზე

✔️ ბათუმის პირველი სკოლიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე გადაიყვანეს

✔️ რამდენიმე ჯგუფი არსებობს, რომლებსაც პუტინის რუსეთის კონცეფციიდან ჩამოშორება და სხვა ტიპის რუსეთში გადასვლა სურთ - პოდოლიაკი