მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს - წულუკიანი სააკაშვილზე

თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიაში დემოკრატიის პრიზის გადაცემას გამოეხმაურა. 

წულუკიანის თქმით, როდესაც სიცრუეს ასაღებენ სიმართლედ და კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს, ეს სამარცხვინოა. 

„ჩვენ ხშირად ვხედავთ და ასევე გვესმის, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და მსოფლიოში უფრო ფართო პრობლემა არის ის, რომ ხანდახან შავზე თეთრს ამბობენ. სიმართლის მტკიცება გახდა ძალიან რთული. სამწუხაროდ, ხშირად ტყუილი პრევალირებს ჭეშმარიტებაზე, პრიორიტეტი ენიჭება სიცრუეს, ნაცვლად სიმართლისა.

როგორც ჩანს, ეს არის იმ ეპოქის მახასიათებელი, რომელშიც ჩვენ, ყველა ერთად ვცხოვრობთ. ჩემი აზრით, ამის გამოძახილი უნდა იყოს სწორედ ის, რომ კრიმინალს, სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს და გამოაქვს გადაწყვეტილებები, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ სააკაშვილის დროს მისი ხელშეწყობით, მონაწილეობით, ხშირად მისი გადაწყვეტილებების საფუძველზე სისტემური დანაშაულები ხდებოდა, ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს იმისთვის, რისი საწინააღმდეგო ქმედებითაც იყო ცნობილი ჩვენს ერსა და ხალხში.

არც ვიცით ხოლმე, რა უნდა ვთქვათ, როდესაც სიცრუეს ასაღებენ სიმართლედ და კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა“, – აცხადებს თეა წულუკიანი

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ ბათუმის პირველი სკოლიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე გადაიყვანეს

✔️ რამდენიმე ჯგუფი არსებობს, რომლებსაც პუტინის რუსეთის კონცეფციიდან ჩამოშორება და სხვა ტიპის რუსეთში გადასვლა სურთ - პოდოლიაკი

✔️ რუსეთში ვალერი მელაძის კონცერტები გაუქმდა

✔️ არცერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება - ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალზე

✔️ საფრანგეთმა პუტინს მოუწოდა ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გადახედოს

✔️ ნატო არ მალავს თავის მთავარ მიზანს - რუსეთის დამარცხებას და მის შემდგომ დაშლას - პატრუშევი