მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი“ - კალანდარიშვილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

ცესკოს თავმჯდომარე

„ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი გადაწყვეტილება“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ზურაბიშვილმა ის ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სიაში არ წარადგინა.

როგორც ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, ის პრეზიდენტისგან ოფიციალურ განცხადებას ელოდება. 

„ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი გადაწყვეტილება. გაუგებარია, რა გარემოებებზე დაყრდნობით განხორციელდა ჩემი კანდიდატურის არგადაცემა საკანონმდებლო ორგანოსთვის და საზოგადოებასთან ერთად მეც დიდი ინტერესით ველოდები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ან თავად მის განცხადებას. 

მრავალპარტიული მხარდაჭერა მქონდა მეორედ არჩევისას, ამიტომ ვერ გავიზიარებ რომ ვარ მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი“, - აცხადებს კალანდარიშვილი. 

შეგახსენებთ,  პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა და პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში“ - ნიკა მელია

👉 „პრეზიდენტი მზად არის „ნაციონალურ მოძრაობას“, თვითონ ჩაუდგეს ირიბად თუ პირდაპირ სათავეში“ - ალუდა ღუდუშაური

👉 საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი