მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრეზიდენტი მზად არის, „ნაციონალურ მოძრაობას“ თვითონ ჩაუდგეს ირიბად თუ პირდაპირ სათავეში“ - ალუდა ღუდუშაური

პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანა

„როგორც ჩანს, პრეზიდენტი მზად არის ისეთ დემორალიზებულ პოლიტიკურ ძალას, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, თვითონ ჩაუდგეს ირიბად თუ პირდაპირ სათავეში“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურას „ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება. 

„როგორც ჩანს, ამ ნაბიჯით სალომე ზურაბიშვილმა გაუგზავნა „ნაციონალურ მოძრაობას“ გზავნილი, რომ დიახ, ჩემდა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ის, როგორც ჩანს, მზად არის ისეთ დემორალიზებულ პოლიტიკურ ძალას, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა უკვე თვითონ ჩაუდგეს ირიბად თუ პირდაპირ სათავეში.

კანდიდატი, რომლის გაკეთებული საქმეც იხილა ჩვენმა საზოგადოებამ და კონკრეტული შედეგებით იხილა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასეთ დროს, როდესაც ამ ნაბიჯს დგამ, ჩვენი მხარდაჭერა ბუნებრივია, ამ კანდიდატებს არ და ვერ ექნებათ“, - აცხადებს ალუდა ღუდუშაური. 

შეგახსენებთ,  პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა და პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

  საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი

✅ „ტურიზმს არავინ ებრძვის“ - სერგო ჩიხლაძე

✅ საქართველოში ტანკი აღარ დასჭირდებათ! შემოსულები არიან უკვე! - ნიკა მელია

 „მყისიერი საფრთხე გვიდგას იმისა, რომ გავხდეთ ჰიბრიდული ომის ყველაზე ცხელი წერტილი“ - დავით ძიძიშვილი

✅ „ინტერესის საგანია დეპოლარიზაცია“ - იაგო ხვიჩია