მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპული საბჭო მზადაა, ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საქართველოს სტატუსი მისცეს“ - რიკარდ იოზვიაკი

ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი

„ევროპული საბჭო მზადაა, ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საქართველოს სტატუსი მისცეს“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი „ტვიტერზე“ წერს. 

„ევროპული საბჭოს საბოლოო სამუშაო ვერსიის თანახმად: „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე, აცხადებს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება.

ევროპული საბჭოს დოკუმენტი, ასევე, მოიცავს: „ევროპული საბჭო მზად არის, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მას შემდეგ, რაც წევრობის შესახებ განაცხადთან დაკავშირებით, ევროკომისიის გადაწყვეტილებაში საქართველოსთვის დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, - წერს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არც ექვს თვეში და არც ექვს წელიწადში ევროკავშირის კანდიდატობა არ გვემუქრება“ - კახა გოგოლაშვილი

👉 „ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვას მისცეს სტატუსი, რადგან ეს ქვეყნები შუაგული ევროპაა“ - რამაზ საყვარელიძე

👉„მოლდოვას და უკრაინას ავანსად მისცეს სტატუსი“ - გია ხუხაშვილი