მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არც ექვს თვეში და არც ექვს წელიწადში ევროკავშირის კანდიდატობა არ გვემუქრება“ - კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის დირექტორი კახა გოგოლაშვილი

„არც ექვს თვეში და არც ექვს წელიწადში ევროკავშირის კანდიდატობა არ გვემუქრება“, - ამის შესახებ რონდელის ფონდის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც კახა გოგოლაშვილი წერს, მთავრობა არ აპირებს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული პირობების შესრულებას. 

„სერიოზულად თუ დავფიქრდებით - ის კი არ არის ტრაგედია წევრობის კანდიდატის სტატუსი ახლავე რომ არ მოგვანიჭეს. ეს შეიძლება სულ რაღაც ექვს თვეში გამოსწორდეს. სატირალი და თავშისაცემი ის მოცემულობაა, რომ მთავრობა არ აპირებს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული პირობების შესრულებას, უბრალოდ არც კი აღიარებს მათ. ამიტომ, არც ექვს თვეში და არც ექვს წელიწადში ევროკავშირის კანდიდატობა არ გვემუქრება. მხოლოდ მთავრობის ცვლილებამ შეიძლება შემოატრიალოს ეს ჩიხური მდგომარეობა“, - წერს რონდელის ფონდის ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.

17 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანდართული პირობებით. საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

ამავე თემაზე: 

👉 „ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვას მისცეს სტატუსი, რადგან ეს ქვეყნები შუაგული ევროპაა“ - რამაზ საყვარელიძე

👉 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

👉„ეს არის მარცხი, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა“ - ბადრი ჯაფარიძე

👉 „ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე“ - ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს

👉 „არც ომი იქნება და არც ნაცების რევოლუცია!“ - დიმიტრი სამხარაძე