მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედია, პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას“ - მამუკა ხაზარაძე

ლელო-საქართველოსთვის პრემიერობის კანდიდატი

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიესალმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ეროვნული მასშტაბით საუბარს წამოიწყებს. 

„მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა - საზოგადოებაში ფართო დიალოგის დაწყებისა და ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობიდან გამოყვანის მცდელობის შესახებ.
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ვალდებული ვართ მისი წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.

იმედია, ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.