მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანიშვილმა ნახევარ დღეში გაგანადგურა, შენს ადგილას გადავდგებოდი - წითლიძე ლევან იოსელიანს

პოლიტიკოსები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე, ახლად არჩეულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართავს და მას გადადგომისკენ მოუწოდებს. 

„რა გაგიკეთა ბიძინამ მიხვდი? ნახევარ დღეში გაგანადგურა. რაც ახლა რუსთაველზე ხდება და რაც დაგვმართეს - შენი პასუხისმგებლობაც არის! რუსთაველზე უნდა დარბოდე ახლა და ამ ახალგაზრდებს იცავდე, შენი შვილისტოლ ახალგაზრდებს თორემ მდინარაძის მუშტებს მე ავიტან და გაზით მოწამვლასაც.

შენს ადგილას გადავდგებოდი! ამ ახალგაზრდებს თვალებში ვერ ჩახედავ. გადადექი!“ - წერს ანა წითლიძე. 

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ახლად არჩეულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს კვერცხები ესროლეს.

ცნობისთვის, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მიიღო, რასაც პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოყვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 დღეს რუსთაველის გამზირზე მორიგი აქცია გაიმართება

👉 როგორ უნდა დავიცვათ თავი დარბევის დროს და შევამციროთ სპეცსაშუალებების ზემოქმედება? - დავით ძიძიშვილის რეკომენდაციები

👉 🎥 ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახი, გასაუქმებელია - პრეზიდენტი

👉 ქართველ ხალხს შეუძლია, დღესვე დაასრულოს მოსკოვის პროტექტორატი - ფეიგინი