მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილს თავისი გამოთაყვანებული მხარდამჭერები იდიოტებად მიაჩნია“ - ჯაფარიძე

პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. 

ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილი საქართველოში ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას ცდილობს. 

„რა მიზნის მიღწევა სურს ამ წერილით რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა უსწრებდა ამ წერილს წინ:

1. წინასწარ გამოყო სამი ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანი, რომლებმაც ფორმალურად დატოვეს „ოცნება“ რათა საჯაროდ ეთქვათ „სიმართლე“, რომლის თქმის საშუალებასაც პარტია „არ აძლევდათ“;

2. „სიმართლე“ რომელიც თქვეს, არის ის რასაც მანამდე „ტვ იმედზე“ ივანიშვილის დაქირავებული „ექსპერტები“ ამბობდნენ - ამერიკა ცდილობს ბიძინას დაშანტაჟებას, რომ საქართველო ჩართოს რუსეთთან ომში, მაგრამ ივანიშვილს ისე უყვარს საქართველო, რომ სრულად დათმობს თავის მილიარდებს და ამას არ იზამს;

3. მეტი დამაჯერებლობისთვის ივანიშვილმა იმ სამს შემოატანინა ამერიკის ელჩთან შეხვედრის თემა და დაასმევინა კითხვა (ციტატა): „ხომ არ ყოფილა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა“.

დღევანდელ წერილში ამ თავისივე დადგმულ სპექტაკლში, თავისივე დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი ბოლო აბზაცში:
შეხვედრა შედგა. შედგა ელჩის ინიციატივით. გაგრძელდა 3 საათი.

შანტაჟზე არაფერი წერია, მაგრამ რადგან შეხვედრის შესახებ ყაველაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა, ე.ი. შანტაჟის შესახებ ინფორმაციაც სიმართლე უნდა იყოს

ანუ, მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო, რომ ეთქვა - 21 მარტს ამერიკის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟა, დაუწყოს საქართველომ რუსეთს ომი თორემ შვეიცარიის ბანკში რომ ფული გაქვს, იმას წაგართემვთო. ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს, ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი.

ასე ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას. თან გასული ვარ ძმაო მე, არაფერში არ ვერევი, ჩემთვის ვარ აბასთუმანში სუფთა ჰაერზეო.

პ.ს. ეს საერთოდ კლასიკაა:

„აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას - კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“.

ანუ, ის ფული, რომელსაც მართმევენ საქართველოს ომში არ ჩართვის გამო, ისევ თქვენზე უნდა დამეხარჯა, მეორე სამება მქონდა გეგმაში, მაგრამ არ მაძლევენ მაგის საშუალებასო“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, 27 ივლისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ნამდვილად შეხვდა.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

⭕ იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა, ახლა დაგიგროვდათ ნაგავი და გინდათ ისევ მე შემომტენოთ? - სოსო გოგაშვილი

„ახლა ივანიშვილმა უნდა აირჩიოს, როგორ წავა ხელისუფლებიდან - მსუბუქად, მძიმედ თუ ძალიან მძიმედ“ - გოცირიძე

⭕ „მამაჩემის და ჩემი ოჯახის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა“ - ნინი გოგაშვილი