მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება“ - იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თანხებს არა მიზნობრივად ხარჯავს. ხვიჩას თქმით, კარგი იქნება თუ ეს პარტია დაიშლება.

„ნაცმოძრაობის“ შიდაანატომიას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ იქ სხვადასხვა სახის ბრძოლა და ერთმანეთთან დაპირისპირებაა. მგონია, რომ ბოლო პერიოდის წარუმატებელი ნაბიჯების შემდეგ „ნაცმოძრაობაში“ რაღაც უნდა შეიცვალოს.

კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება და ეს მოთხოვნა უფრო აქტუალური ხდება, მაგრამ თუ დაშლას არ აპირებენ, სულ მცირე აუცილებელია, ისე ტრანსფორმირდნენ, რომ გავიგოთ, ვინ ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ სახელით და მის ნალაპარაკებს თავად „ნაცმოძრაობის“ შიგნით რა დონის რეპუტაცია აქვს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის სოსო თოფურიძემ აღნიშნა: „ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება, სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთმა ესტონეთის საზღვარზე ათასამდე უკრაინელი გაიტაცა - უკრაინული მედია

👉 გათავისუფლებულ ლიმანში სამოქალაქო პირების 50-ზე მეტი სამარხი აღმოაჩინეს - უკრაინული მედია

👉 „ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე მრავალი წელი ითმენდით გაჭირვებას და გულში მიისწრაფვოდით რუსეთთან გაერთიანებისკენ“ - ვლადიმერ პუტინი

👉 „გუშინ მისი გულის ცემა იყო ისეთი, პულსი 170, წნევა 220“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

👉 „ნაც მოძრაობა“ ფინანსებს არამიზნობრივად ხარჯავს, ნიკა მელია წელიწადში 1 471 000 ჯდება, ოპოზიცია, თქვენ ნამუსი გაგაჩნიათ? - სოსო თოფურიძე