მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გადის, დეპუტატები ტყვეობაში არიან - ბაჩო დოლიძე

პოლიტიკოსი

„ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გადის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ოცნების“ დეპუტატები ტყვეობაში არიან და ამას ხელი თავად მოაწერეს.

„ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გადის „ქართული ოცნება“, ახლა სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, თუმცა შიდა ინფორმაცია ნამდვილად არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არიან დეპუტატები, რომლებსაც წასვლა უნდათ „ოცნებიდან“, გამიჯვნა სურთ ახლა.

უბრალოდ, ერთი რამის თქმა მინდა, ყველას აქვს შანსი, ახლა ვინც არის „ქართულ ოცნებაში“, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგან და არ ავიდნენ არ წავიდნენ იმაზე, რაზედაც რამდენიმე ადამიანი, ზუსტად ვიცი, რომ წავა.

ჩვეულებრივ ტყვეობაში არიან, მაგრამ თვითონვე მოაწერეს ხელი ამ მსახურებას“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კრიზისი გადალახულია, ახალგაზრდობა მზადაა გადაიბაროს ძალაუფლება და გახდეს პოლიტიკური სივრცის ნამდვილი ლიდერი - გია ხუხაშვილი

👉 ხომ მოხვდათ ის თვითმიზანი ცხვირში! საქართველო აღარ გახდება რუსეთი - ალეკო ელისაშვილი

👉 „ვანო მერაბიშვილი და ეს დინოზავრები, წარსულის პოლიტიკური გადმონაშთები, ახლაც ხელებს იფშვნეტენ - მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხი თვითონ გამოიყვანეს“ - ელისაშვილი