მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვანო მერაბიშვილი და ეს დინოზავრები, წარსულის პოლიტიკური გადმონაშთები, ახლაც ხელებს იფშვნეტენ - მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხი თვითონ გამოიყვანეს“ - ელისაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი

„ვანო მერაბიშვილი და ეს დინოზავრები, წარსულის პოლიტიკური გადმონაშთები, ახლაც ხელებს იფშვნეტენ - მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხი თვითონ გამოიყვანეს“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრას“ ეთერში განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ვანო მერაბიშვილი აქციაზე რომ მისულიყო, ხალხის მისდამი დამოკიდებულებას დაინახავდა.

„ნაცმოძრაობა“ ეს არის მავნებელი და საშიში ძალა. ეს დღეები სტატუსს სტატუსზე წერდნენ და იმუქრებოდნენ. ვანო მერაბიშვილი და ეს დინოზავრები, წარსულის პოლიტიკური გადმონაშთები, ახლაც ხელებს იფშვნეტენ. მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხი თვითონ გამოიყვანეს. მისულიყო მერაბიშვილი აქციაზე და დაინახავდა ხალხის მისადმი დამოკიდებულებას“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე მარტს 8 მარტის გადაცემაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. კითხვაზე „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „რეჟიმის დღეები დათვლილია“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხომ მოხვდათ ის თვითმიზანი ცხვირში! საქართველო აღარ გახდება რუსეთი - ალეკო ელისაშვილი

👉 მოხარული ვართ, რომ კანონი გაწვეულია, საჭიროა მეტი რეფორმა - ჯონ კირბი

👉 ქართველებმა ხმამაღალი და მკაფიო არჩევანი გააკეთეს - ეს არის გზა ევროკავშირისკენ - კალასი

👉 სწავლას რომ მორჩებით, მერე განახებენ სეირს, უფრო მეტი უნდა ვიყოთ აქციაზე - იაგო ხვიჩია

👉 როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ მართლაც შეეშინდა სტუდენტების - რაქვიაშვილი სავალდებულო ჯარზე