მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხომ მოხვდათ ის თვითმიზანი ცხვირში! საქართველო აღარ გახდება რუსეთი - ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი Pia.ge

„ამ მარაზმში გაგვხვია „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა იმ ტოქსიკურმა განყოფილებამ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრას“ ეთერში განაცხადა. 

ელისაშვილის თქმით, „ოცნება“აბსოლუტურად გამოფიტული, უშინაარსო და უიდეო ძალაა. 

„საკმაოდ უხერხული დღე იყო დღეს პარლამენტში. მეზეიმება ძალიან, აბსოლუტურად სხვა საქართველოში გავიღვიძეთ, ნამდვილად ევროპულ საქართველოში გავიღვიძეთ. ამ მარაზმში გაგვხვია „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა იმ ტოქსიკურმა განყოფილებამ.

სპეცრაზმელებს რომ თავი გაუტეხეს მიხარია ჰგონიათ, აგურებს და ქვებს, რომ ესროდნენ?! ამ ქვეყანაში პრობლემებია ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ამ დროს უაზრო, არასაჭირო კანონპროექტი შემოიტანეს. საქართველო აღარ გახდება რუსეთი. ვიყავით ყველანაირი რუსეთის მიერ დაპყრობილი, არ ვიქნებით რუსეთი! ხომ მოხვდათ ის თვითმიზანი ცხვირში მერე! გვინდა ევროპა, მორჩა და გათავდა. ახალგაზრდებმა ისე შეაჯანჯღარეს „ქართული ოცნება“ აგერ მობუნძულდნენ და საწინააღმდეგო რამ გააკეთეს. „ოცნება“ არის აბსოლუტურად გამოფიტული, უშინაარსო და უიდეო ძალა.  მათ ძალაუფლება თავში აუვარდათ. „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან ისე, რომ არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ქართველებმა ხმამაღალი და მკაფიო არჩევანი გააკეთეს - ეს არის გზა ევროკავშირისკენ - კალასი

👉 სწავლას რომ მორჩებით, მერე განახებენ სეირს, უფრო მეტი უნდა ვიყოთ აქციაზე - იაგო ხვიჩია

👉 როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ მართლაც შეეშინდა სტუდენტების - რაქვიაშვილი სავალდებულო ჯარზე

👉 აქციაზე დაკავებული თორნიკე აკოფაშვილი 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

👉 გვჭირდება, მოგვანიჭონ სტატუსი, თუ საჭირო იქნება, მთავრობის ნების წინააღმდეგაც - პრეზიდენტი