მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხალხსაც მოაბეზრეს თავი, ეს არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები“ - ირაკლი კობახიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. მისი თქმით, საუბრები იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაშია და კვდება, სპეკულაციაა.

„ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ არის სიკვდილის საფრთხე, ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხე და ასე შემდეგ. ერთი წელია, მიდის ამაზე საუბარი და ხალხსაც მოაბეზრეს თავი. რეალურად, არავითარი საფუძველი არ აქვთ. შევიდა სახალხო დამცველი და დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანა ციხიდან. ეს არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები.

თავიდან ბოლომდე სასჯელაღსრულების დაწესებულება და საავადმყოფოა პასუხისმგებელი იმაზე, რომ იზრუნოს პატიმრის ჯანმრთელობაზე და ეს ასე გაგრძელდება, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“ - განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსი ოფიცრებისთვის უფრო დიდი შეფურთხება წარმოუდგენელია“ - ალექსეი არესტოვიჩი პუტინის მიერ კადიროვისთვის გენერალ-პოლკოვნიკის წოდების მინიჭებაზე

👉 კაცმა, რომელმაც ტაილანდში საბავშვო ბაღში 32 ადამიანი მოკლა, თავისი ოჯახი დახოცა და თავი მოიკლა - BBC

👉 კახა კალაძემ თეა წულუკიანის უწყება 25 000 ლარით დააჯარიმა

👉 „როგორ არის და კვდება“ - გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილზე

👉 „მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილის პირას“ - თემურ ჯანაშია