მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ მართლაც შეეშინდა სტუდენტების - რაქვიაშვილი სავალდებულო ჯარზე

პოლიტიკოსი

„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ მართლაც შეეშინდა სტუდენტების და ამიტომაც თავდაცვის კოდექსის კანონპროექტში ცვლილებები შეიტანეს“, - ამის შესახებ პარტია გირჩის წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ეს კანონპროექტი უნდა შეიცვალოს ან უკან გაიწვიონ.

„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ მართლაც შეეშინდა სტუდენტების და იფიქრეს, აი, ამ სტუდენტების  ნაწილის გაწვევის უარის თქმით ჩააგდებენ მუხტს, მაგრამ არ უნდა მოვტყუვდეთ. ჯერ ერთი, კანონში არანაირი ცვლილებები არ არის შეტანილი და კანონი ისეთი ფორმით არის, როგორითაც არის. მეორე, ეს არის მცირე ნაბიჯი, რომელიც კარგი ნაბიჯია, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამორიცხავს იმას, რომ ათასობით ახალგაზრდა შლაგბაუმზე ან „ვიშკაზე“ წავა მაისიდან, „თუ ქართულ ოცნებას“ არ შევაცვლევინეთ ეს კანონი ან უკან არ დავახევინეთ. ამიტომ ეს არის პირველი სიმპტომი იმისა, რომ  „ოცნებას“ ეშინია და უნდა, რომ ხალხი არ მივიდეს მიტინგზე. არ დაუჯეროთ „ქართულ ოცნებას“, მით უმეტეს, იცით როგორ გადამგდებები არიან, მოდით მიტინგზე და ეს კანონი უკან გავაწვევინოთ“, - აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ახალი კოდექსის კანონპროექტში ცვლილებები შედის და სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ შეეხებათ. თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში 28 დეკემბერს წარადგინეს. კანონპროექტის პაკეტი ამ ეტაპზე კომიტეტებმა განიხილეს და პლენარულ სხდომაზე ჯერ არ გასულა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა, ყველა სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული - სააკაშვილი

👉 2008 წლის აგვისტოს გამეორების შემთხვევაში, ლოლიაობის გარეშე, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ - სიმონიანი

👉 ბრძოლა გრძელდება - საქართველომ მოიგერია რუსეთის შეტევა, გარდამტეხი ცვლილებების დროა - „ლელო“

👉 მოდი, დავიწყოთ მადლობით! ეს არაა საბოლოო გამარჯვება, ეს დასაწყისია - გახარია

👉 გვჭირდება, მოგვანიჭონ სტატუსი, თუ საჭირო იქნება, მთავრობის ნების წინააღმდეგაც - პრეზიდენტი