მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისი გადაყვანა უკრაინის ხელისუფლებისთვის უნდა შეეთანხმებინათ“ - ლიზა იასკო

სააკაშვილის მეგობარი ქალი

რადას დეპუტატის ლიზა იასკოს თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოს ხელისუფლებას გლდანის ციხეში მისი გადაყვანა უკრაინის მთავრობისთვის უნდა შეეთანხმებინა. 

იასკოს თქმით, ის რაც ახლა საქართველოში სააკაშვილის მისამართით ხდება ევროპულ ღირებულებებზე უარის თქმაა. 

„მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და მისი გადაყვანა უკრაინის ხელისუფლებისთვის უნდა შეეთანხმებინათ. ეს არის უარის თქმა ევროპულ ღირებულებებზე. ამაზე დღეს ევროპარლამენტარების განცხადება ვნახეთ. 

ჩამოვედი როგორც კი შევძელი. ველოდები, რომ მომცენ ციხეში შესვლის უფლება. ეს არის შეთანხმებული უმაღლეს დონეზე, თუმცა ამ დრომდე საქართველოს იუსტიციის მინისტრი არ მაძლევს ამის უფლებას. ახლა მთავარია უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდეს, იმიტომ რომ საქმე ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას. ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ყველა უკიდურესად“, - აცხადებს იასკო.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 39-ე დღეს კრიტიკულად დამძიმდა.

8 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი