მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოდი, დავიწყოთ მადლობით! ეს არაა საბოლოო გამარჯვება, ეს დასაწყისია - გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2020

„მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს!“ - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.

„მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს!   #მადლობაGenZ #მადლობამილენიალებს

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის!  მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის! ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია!

ამ კანონის ინიცირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით. დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში კი საჯარო სექტორმა, გააკეთოს არჩევანი - ემსახურებით ერთ ადამიანს, თუ ემსახურებით ქვეყანას! საქართველო ევროპაა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია - ძალა კი უკვე მხოლოდ ერთობაშია!“ - წერს გიორგი გახარია. 

შეგახსენებთ, პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გაიწვია.

ცნობისთვის, პარლამენტთან  19:00 საათზე აქცია გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და „ხალხის ძალამ“ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე - კონსტიტუციონალისტი

👉 ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში! - დეკანოიძე კანონპროექტის გაწვევაზე

👉 გილოცავთ გამარჯვებას! დაკავებულები უნდა სასწრაფოდ გათავისუფლდნენ! - სალომე სამადაშვილი

👉 გვჭირდება, მოგვანიჭონ სტატუსი, თუ საჭირო იქნება, მთავრობის ნების წინააღმდეგაც - პრეზიდენტი

👉 მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი - „ქართული ოცნების“ განცხადება