მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და „ხალხის ძალამ“ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე - კონსტიტუციონალისტი

პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ოპოზიციაზე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. 

მენაბდე დეტალურად განმარტავს შესაბამის პროცედურებს.

კონსტიტუციონალისტის თქმით, უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და „ხალხის ძალამ“ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე:

„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.

გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით) 1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული; 2. აშშ-თან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია.

რა არის საჭირო?

1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);

2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას.

ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და „ხალხის ძალამ“ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!“ - წერს ვახუშტი მენაბდე. 

შეგახსენებთ, პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გაიწვია.

ცნობისთვის, პარლამენტთან  19:00 საათზე აქცია გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში! - დეკანოიძე კანონპროექტის გაწვევაზე

👉 გილოცავთ გამარჯვებას! დაკავებულები უნდა სასწრაფოდ გათავისუფლდნენ! - სალომე სამადაშვილი

👉 გვჭირდება, მოგვანიჭონ სტატუსი, თუ საჭირო იქნება, მთავრობის ნების წინააღმდეგაც - პრეზიდენტი

👉 მხარდაჭერა მათ, ვინც სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობებს აპროტესტებს - რასმუსენი

👉 მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი - „ქართული ოცნების“ განცხადება