მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოკვდება, თუ არ გათავისუფლდება ციხიდან“ - ბილ ბრაუდერი სააკაშვილზე

ე.წ. „მაგნიტსკის სიის“ ერთ-ერთმა ავტორი

„მიხეილ სააკაშვილი  მოკვდება, თუ არ გათავისუფლდება ციხიდან“, - ამის შესახებ  მაგნიტსკის აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა განაცხადა. 

ბრაუდერის თქმით, მესამე პრეზიდენტი შეთითხნილი პოლიტიკური ბრალდებით დააკავეს. 

მისივე განცხადებით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. 

„პირადად არ ვიცნობდი სააკაშვილს, მაგრამ ყველამ იცის, როგორი რეფორმატორი იყო ის. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორ შეეწინააღმდეგა პუტინა 2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. მას შემდეგ, პუტინმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პირადი შურისძიება დაიწყო.

სააკაშვილი წელიწად-ნახევრის წინ დაბრუნდა საქართველოში და ის დაუყოვნებლივ დააპატიმრეს შეთითხნილი პოლიტიკური ბრალდებით. აწამეს, მოწამლეს, ახლა კი კვდება ციხეში. მისი ფოტოები დაახლოებით 2 თვის წინ ვნახე, ეს იყო იმდენად შემაძრწუნებელი, რომ გამახსენდა სერგეი მაგნიტსკი და როგორც მიიყვანეს ის, წამებით სიკვდილამდე ციხეში.

მაშინ გავაკეთე საჯარო განცხადება ისე, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცნობდი მას და არც საუბარი მქონდა მის ოჯახთან, რომ ეს იყო მაგნიტსკის ისტორიის გამეორება. შემდეგ მან მომწერა წერილი ციხიდან, შემეძლო თუ არა დახმარება.

თავს ვალდებულად მივიჩნევ, ვცადო მისი სიცოცხლის გადარჩენა და მაგიტომაც ვარ აქ. ეს უკიდურესად  სასწრაფო საკითხია. ის [მიხეილ სააკაშვილი] მოკვდება, თუ არ გათავისუფლდება ციხიდან“, - აცხადებს ბილ ბრაუდერი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს - ხაზარაძე მერაბიშვილის განცხადებაზე

👉 „ამ კანონმა მკვდარიც კი გააღვიძა“ - გიორგი მელაშვილი

👉 პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს

👉 სპეცრაზმისა და მომიტინგეების დაპირისპირებაში, ევროპა იყო სპეცრაზმის მხარეს - კობახიძე