მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ კანონმა მკვდარიც კი გააღვიძა“ - გიორგი მელაშვილი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი

„ამ კანონმა მკვდარიც კი გააღვიძა“, - ამის შესახებ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთი მუქარით საკუთარი წარუმატებლობის გადაფარვას ცდილობს. 

„როდესაც რუსეთს უხარია, ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ეს საქართველოსთვის არის ცუდი. განცხადებები პირდაპირ აჩვენებს ამ კანონის ძალიან მავნებლურ, ბოროტულ და მოღალატეობრივ ბუნებას, ეს ბუნება არის რუსული. რუსული კანონის ამოცანა იყო, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური საბოტაჟი.

როდესაც რუსეთი იმუქრება და ბევრს ლაპარაკობ, მას არ შეუძლია რეალური საფრთხის წარმოქმნა და შესაბამისად, ის ცდილობს საკუთარი წარუმატებლობის გადაფარვას მუქარის შემცველი ლექსიკით. სინამდვილეში, მათ არაფრის შესაძლებლობა არ აქვთ. კანონი, რომლის შესახებ: პარიზი, ბერლინი, ვაშინგტონი და ყველა დასავლური დედაქალაქი ამბობდა, რომ ეს არის რუსეთის გამაძლიერებელი და ევროკავშირთან ინტეგრაციის შეუსაბამო კანონპროექტი, რატომ მაინც და მაინც ახლა, როდესაც ახლოს ვართ რუსეთის წუმპიდან გამოსვლასთან ყველაზე ახლოს? რატომ ახლა, როდესაც ჩვენ გვაქვს ეს ისტორიული შანსი? იყო თუ არა ეს საბოტაჟი? რა თქმა უნდა, იყო. არანაირი აუცილებლობა ჩვენთან ამ კანონის მიღების არ იყო. ახალგაზრდებმა დაინახეს ამ კანონის საფრთხე“, - აცხადებს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი.

გიორგი მელაშვილის განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გამო საქართველოს უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი მიადგა. 

მისი თქმით, კობახიძემ და სამხარაძემ შეცდომები დაუშვეს. 

„ამ კანონმა მკვდარიც კი გააღვიძა მგონი. საქართველოს ყველა მეგობარი ვინც კი არის, ყველამ აიმაღლა ხმა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც საერთოდ არ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მასაც მოუწია განცხადების გაკეთება რომ ეს იყო დაუშვებელი კანონმდებლობა. რეპუტაციული ზიანი, რომელიც საქართველოს მიადგა არის უზარმაზარი. ხელისუფლების ქმედებები იყო აღქმული, როგორც ქვეყნის ქმედებები. ერთადერთი რამ, რამაც გადაგვარჩინა და რამაც ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის რეპუტაცია აამაღლა იყო ის კადრები, როდესაც ქალი იდგა ევროკავშირის დროშით და მას ურტყამდნენ წყლის ჭავლს. მთავრობის რეპუტაცია დაზიანებულია. სამხარაძემ პირველ კურსელის შეცდომა დაუშვა, პირველი კურსელიც კი მიხვდებოდა, რამდენად დამაზიანებელი არის ის ქმედება, რასაც ისინი სჩადიოდნენ ევროინტეგრაციის გზაზე. ქართველი ერი არის ევროპული ერი, რომელიც იმსახურებს ევროპულ ოჯახს“, - დასძენს გიორგი მელაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ, ასევე, მათი მთავარი მიზანია, მთავრობის შეცვლა.

საქართველოში 7-8 მარტს განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა, ასევე, კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი და აღნიშნა, რომ „ომის გამეორების შემთხვევაში, თბილისს ლოლიალობის გარეშე, პირდაპირ დაარტყამენ“

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა დმიტრი პესკოვიც და განაცხადა, რომ მოსკოვი მეზობელ ქვეყანაში არსებულ ვითარებას თვალს ყურადღებით ადევნებს. მისი თქმით, საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით პროვოკაციების რისკი არსებობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს - ხაზარაძე მერაბიშვილის განცხადებაზე

👉 საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ იომებს - ვანო მერაბიშვილი

👉 ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მინიმალურს ჭამს - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 არანაირი ლეგიტიმაცია ომის წამოწყების არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი არის - ბლეფი, არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას - პაატა ზაქარეიშვილი

👉 ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა - ვანო მერაბიშვილი