მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენიმე ჯგუფი არსებობს, რომლებსაც პუტინის რუსეთის კონცეფციიდან ჩამოშორება და სხვა ტიპის რუსეთში გადასვლა სურთ - პოდოლიაკი

მიხეილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, კრემლი აქტიურად ეძებს დიქტატორ ვლადიმერ პუტინის შემცვლელს. ამის შესახებ პოდოლიაკმა UNIAN-თან ინტერვიუში აღნიშნა.

პოდოლიაკის თქმით, ომის დაწყების წინა დღეს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო, ახლა კი აშკარად ჩანს მეორე მოთამაშე.

ამასთან, მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დიქტატორის აშკარა მემკვიდრე იყო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლაი პატრუშევის ვაჟი, შემდეგ კი სერგეი კირიენკო.

„ახლა პუტინი აბსოლუტურად იზოლირებულია. რუსეთის ფედერაციაში არის რამდენიმე ჯგუფი, რომლებსაც სურთ პუტინის რუსეთის კონცეფციიდან ჩამოშორება და სხვა ტიპის რუსეთში გადასვლა. ისინი, ალბათ, წარმატებას მიაღწევენ იმ დროს, როცა რუსეთი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ტაქტიკურ მარცხს მიიღებს ბრძოლის ველზე“, - აცხადებს პოდოლიაკი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ რუსეთში ვალერი მელაძის კონცერტები გაუქმდა

✔️ არცერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება - ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალზე

✔️ საფრანგეთმა პუტინს მოუწოდა ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გადახედოს

✔️ ნატო არ მალავს თავის მთავარ მიზანს - რუსეთის დამარცხებას და მის შემდგომ დაშლას - პატრუშევი

✔️ პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ექიმები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

✔️ ნატო - რუსული ბირთვული რიტორიკა საშიში და უპასუხისმგებლოა